“თელავიდან” მწვრთნელი და 13 ფეხბურთელი წავიდა

0
41

“თელავს”, რომელმაც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გარდა ამისა, გუნდის შემადგენლონა ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა დატოვა, რასაც თელაველთა პრესსამსაახური იუწყება.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა – დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხს და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ.
გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი რუხაძეს ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში, “აგმკ ოლმაილიქში” დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.
რაც შეეხება სკ “თელავის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და შევსება-გაძლიერებას, კლუბის ხელმძღვანელები აქტიურადა არიან ჩართული სატრანსფერო კამპანიაში და სიახლეებსაც პერიოდულად შეგატყობინებთ” – იუწყება “თელავის” ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი