ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ისევ გაიტანა

0
51

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდი შეკრებაზე ესპანეთშია, სადაც შვეიცარიის „ლუცერნთან“ ამხანაგური მატჩი 3;1 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა პირველი ტაიმი ჩაატარა და მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მისი თანაგუნდელის დარტყმის მერე მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ახლო მანძილიდან დაამატა. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ისევე როგორც დანარჩენი 10 ფეხბურთელი. ზივზივაძემ „ლუცერთან“ შეხვედრამდე მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი