„ნაპოლი“ „უდინეზედან“ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს ყიდულობს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი სერბეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველში 23 მილიონ ევროს იხდის. თავად ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა..
სამარჯიჩი „უდინეზეში“ 2021 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ბალკანელმა 17 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





