“ვალენსია” თასის 1/8-ფინალში მამარდაშვილის გარეშე გავიდა

0
54

“ვალენსია”, რომლის კარ გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა. თუმცა, ამჯერად საქართველოს ეროვნული ნაკრების კარისს დარაჯის ნაცვლად “ღამურები” კარში რაიმონ დომენეკი იდგა, რომელსაც თასზე ათამაშებენ ხოლმე.
რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად სეგუნდა დივიზიონის “კარტახენას” დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. მასპინძლებიდან ანგარიში მე-4 წუთზე ორტუნომ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე “კარტახენას” კალერო გაუძევეს. 73-ე წუთზე “ვალენსიადან” საპასუხო ბურთი კანოსმა გაიტანა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე “ვალენსიადან” თავი ხოსე გაიამ გამოიჩინა და ეს გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი