„მილანმა“ „ტორინოდან“ 20 წლის ნახევარმცველი ფილიპო ტარაჩანო შეიძინა, როს შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 20 წლის ფეხბურთელი 8 იანვარს „როსონერიში“ სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ ტურინელები 4,5 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო კიდევ 1 მილიონი ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბონუსადაა გათვალისწინებული.
მიმდინარე სეზონში ტრაჩანომ „ტორინოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





