ცოტა ხნის წინ, ფლორენციის „ფიორენტინას“ ლორენცო ინსინიეს დამატება შესთავაზეს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა იტალიელ ფორვარდზე უარი თქვეს, იუწყება ჟურნალისტი ნიკოლ სკირა.
„ის ჩვენს გეგმაში არ შედის“ – განაცხადა „ფიორენტინას“ გენერალურმა დირექტორმა ჯო ბარონემ.
ამჟამად, ინსინიე MLS ლიგაში მოასპარეზე კანადის „ტორონტოში“ გამოდის, რომელსაც 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან ტორონტოელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. 32 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლეგენდაა, რომლის შემადგენლობაში 2009-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 434 მატჩში 122 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





