„ნაპოლიმ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის „სალერნიტანადან“ მცველი პასკულე მაცოკი იყიდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. 28 წლის მაცოკი „სალერნიტანაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
იტალიის მთავარ მწვრთნელად პაოლო მანჩინის მუშაობის დროს მაცოკი ერთა ლიგის მატჩზე „სკუადრა აძურაში“ გამოიძახეს და მან უნგრეთთან მოედანზე 1 წუთი დაჰყო.
ლაშა თაბაგარი





