„ვესტ ჰემმა“ ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი შეინარჩუნა

0
51

ტომაშ სოუჩეკმა „ვესტ ჰემთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ჩაქუჩებს“ თავისი მომავალი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
28 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში 2020 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 176 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.
უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხება. მან ლონდონელთა მაისურით 21 თამაშში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი