„ნაპოლის“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ ნახევრმცველ ემრე ჯანის შეძენა სურს, რის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი გემანელი ფეხბურთელის გადაბირებით მას მერე დაინტერესდნენ, რაც ელიფ ელმასი „ლაიფციგში“ გაყიდეს, ხოლო კამერუნელი შუახაზელი ზამბუ ანგისა მალე თავისი ქვეყნის ნაკრებში გაემგზავრება ააფრიკის თასზე სათამაშოდ.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დორტმუნდის „ბორუსიაში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 140 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მისთვის იტალიის ჩემპიონატში თამაში უცხო არაა, რადგან 2018-2020 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





