კვერკველიას გუნდმა წაუგებელი სერია გაზარდა

0
52

“ალ ახდუდმა”, რომელშიც ოლომონ კვერკველია გამოდის საუდი არაბეთის ჩემპიონატში წაუგებელი სერია სამ მატჩამდე გაზარდა. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, წლის ბოლო შეხვედრაში კვერკველიას გუნდმა სტუმრად მე-19 ტურში “ალ ფატეჰთან” ქულა აიღო – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა. “ალ ახდუდს” 20 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. კვერკველიამ, რომელიც საუდის არაბეთში სადებიუტო სეზონს ატარებს “ალ ახდუდში” სასტარტო შემადგენლობაში 19-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს თავის ტრავმის გამო.
ლაშა თაბაგარი