„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი არგენტინაში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. გამარჯვებული სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა. გარდა ამისა, ის არგენტინაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 36 წლის მესიმ კარიერაში მე-16 ჯილდო მოიგო.
2023 წელს კარიერაში მერვე “ოქროს ბურთი” მოიგო. მან პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში და სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, მესიმ “ინტერ მაიამის” არსებობის ისტორიაში პირველი ჯილდო ლიგის თასი მოაპოვებინა.
მესი “ინტერ მაიამიში” გასულ ზაფხულს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.
მძლეოსანი ბელენ კასეტა არგენტინაში წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს. 29 წლის კასეტა 3000 მეტრზე თარჯებით მორბენალია. მან 2023 წელს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში პანამერიკულ თამაშებში გაიმარჯვა.
საუკეთესო არგენტინელ კალათბურთელად მადრიდის „რეალის“ 32 წლის გამთამაშებელი ფაკუნდო კამპაცო მიიჩნიეს.
საუკეთესო ჩოგბურთელად 25 წლის ფრანსისკო ჩერუნდოლო დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





