“სამგურალი” სამმა ლეგიონერმა დატოვა

0
58

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის დასრულების შემდე, წყალტუბოს “სამგურალი” სამმა ლეგიოერმა – 21 წლი ბრაზილიელმა ლეანდრო ლიმამ, 22 წლის ბენინელმა შარბელ გომეზმა და 27 წლის იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ დატოვეს.
ლეანდრო ლიმას და შარბელ გომეზს წყალტუბოელებთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურათ – პირველი მათგანი ჩეხეთის “პარდუბიცეში” დაბრუნდა, ხოლო მეორე საფრანგეთის “ამიენში”. კაგაიამას წყალტუბოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ამ ეტაპზე უცნობია სად ითამაშებს.
გომეზმა “სამგურალში” ჩატარებულ 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კაგაიმამ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. ლიმას 8 თამაშში თავი არ გამოუჩენია.
ლაშა თაბაგარი