საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

0
61

საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდში D ჯგუფში ბოლო მატჩი თბილისის სპორტი სასახლეში მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელიც სენსაციურად 2:1 დამარცხა. მანამდე, პორტუგალიას ბოლო 7 წლის მანძილზე 42 შეხვედრაში არ წაუგია.
პირველ ტაიმში, რომელიც უგოლოდ დარულდა, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო და ანგარიში გახსნის რამდენიმე კარგი შანი ჰქონდა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და კუთხურის ჩაწოდების მერე, ნევეშმა მიწაზე დაუშვებლად კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 0:1. 33-ე წუთზე ჩიმბამ დაიწყო მასპინძლების შეტევა და ბურთი ჩიმაკაძესთან გაითამაშა, რომლის გადაცემის მერე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 38-ე წუთზე ღავთაძემ ოსტატური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მეტოქე დაამარცხა. პორტუგალია ბოლო ორი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამ მოგების მიუხედავად ასათიანი გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები უეფამ დასაჯა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტ რაუნდში პორტუგალიასთან და ფინეთთან ტექნიკური წაგება 0:5 ჩაუთვალა.  უეფამ ეს გადაწყვეტილება პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე მიიღო. სასჯელის მიზეზად ნატურალიზებული მოთამაშეების წესის დარღვევა დასახელდა. კერძოდ, უეფა მიიჩნია, რომ საქართველო ნაკრებში ისეთმა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა ითამაშეს, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ.
ლაშა თაბაგარი