„ჟირონამ“ არსებობის ისტორიაში პირველად „ბარელონა“ დაამარცხა. ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში მიჩელის გაწვრთნილი გუნდი კატალონიის დედაქალაქს ესტურმა და მასპინძლებს 4:2 აჯობა. მანამდე ამ გუნდებს შორის ჩატარებული 6 მატჩიდან „ბარსელონამ“ 4 მოიგო და 2 ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, „ჟირონამ“ ლა ლიგაში პირველად 2016-2017 წლების სეზონში ითამაშა.
განვლილი შეხვედრის მე-16 წუთზე სტუმრები უკრაინელმა ფორვარდმა დოვბიკმა დააწინაურა, ხოლო ლევანდოვსკიმ მე-19 წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-40 წუთზე ჟირონელები წინ გუტიერესმა გაიყვანა, მე-80 წუთზე კი ვალერიმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გიუნდოგანმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ სამ წუთში სტუმართა ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა სტუანიმ წერტილი დასვა.
„ჟირონა“ ბარსელონაში მოგების წყალობით 41 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა და მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ 2 ქულით ასწრებს. „ბარსელონა“ 34 ქულით მეოთხეა, ხოლო ამდენივე ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ მეოთხეა. ხავის შეგირდებმა ამ სეზონში ლა ლიგაში მეორე თამაში წააგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „შახტართან“ მარცხის ჩათვლით – მესამე.
ლაშა თაბაგარი





