გრაცის “შტურმმა”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიი ბუნდელიგის მე-17 ტურში “ალტახი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით მოუგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სატარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან გამარჯვები გოლი მე-3 წუთზე ნორვეგიელმა ფორვარდმა ჯატამ გაიტანა. “შტურმი” 37 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “ზალცბურგს” 2 ქულით ჩამორჩება.
“ვოლფსსბერგერი”, სადაც სანდრო ალთუნაშვილი ირჯება გასვლაზე “ჰარტბერგს” დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის შუახაზელმა შეუცვლელად ითამაშა. “ვოლფსბერგერი” 23 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





