საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია, გიორგი მამარდაშვილი, საბა კვერკველია და ოთო კაკაბაძე ეროვნული ნაკრების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გარშემო არსებულ ვითარებას განცხადებით ეხმაურებიან.
„დასანანი შეცდომა იყო დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივრებს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.




