საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან გამარჯვების შემთხვევაში, ფინალს თბილისში ჩაატარებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ლუქსემბურგს 21 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ბერძნები ყაზაზებს მიიღებენ.
ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს 26 მარტს ფინალში დაუპირისპირდებიან და მოგებული მომავალ წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
სხვა ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
A გზა
პოლონეთი-ესტონეთი
უელსი – ფინეთი
B გზა
ისრაელი – ისლანდია
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უკრაინა
კენჭისყრაში უეფას გენერული მდივნის თანაშემწე ჯირჯო მარკეტისთან ერთად გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელი შტეფან ფროინდი მონაწილეობდა.
ლაშა თაბაგარი





