პსჟ-მ გონსალუ რამუში „ბენფიკადან“ გამოისყიდა

0
106

პსჟ-მ დაადასტურა, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელის გონსალუ რამუშის გამოსყიდვის ოფცია დაადასტურა, რომელიც ლისაბონის „ბენფიკასთან“ საიჯარო ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული.
22 წლის რამუშმა ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. პარიზელებმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდში 65 მილიონი ევრო გადაიხადა.
პსჟ-მ რამუში „ბენფიკადან“ 2023 წლის აგვისტოში ინათხოვრა. პორტუგალიელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი