ლიონელ მესის აზრით მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ბრაზილიასთან 1:0 მოგებული მატჩი 2019 წელს გამართულ კოპა ამერიკის ფინალს ჰგავდა, რომელშიც „ალბისელესტემ“ რიო დე ჟანეიროში ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა.
„ეს გუნდი ისტორიული შედეგის ჩვენებას აგრძელებს. მართალია, ყველაზე მნიშვნელოვანი არ იყო რასაც ამ შემადგენლობამ განვლილ შეხვედრაში მიაღწია, მაგრამ გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იმის გათვალისწინებით თუ როგორი ძლიერები არიან ბრაზილიელები საშინაო მატჩებში მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს გჭირდება იმ დარტყმის მერე რაც ურუგვაისგან მივიღეთ.
ძალიან რთული შეხვედრა იყო. ბრაზილია რამდენიმე წარუმატებლად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თამაშობდა და გულშემატკივრებიც გუნდით უკმაყოფილო იყვნენ. ვიცოდით, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. ეს თამაში ძალიან ჰგავდა კოპა ამერიკის ფინალს. ასეთ მატჩებში ყველაფერს დეტალები წყვეტს. საბედნიეროდ ოტამენდიმ თავით გაიტანა.
ჩვენ ვხედავდით პოლიციელები ხალხს როგორ სცემდნენ. ისევ რეპრესიები ხალხის წინააღმდეგ როგორც ეს ბოლოს ჩატარებული კოპა ლიბერტადორესის ფინალში მოხდა. ტრიბუნებზე ჩვენი მოთამაშეების ახლობლები იყვნენ და ვნერვიულობდით. თამაშის მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი იყო და ამიტომ გასახდელშსი წავედით, რომ ყველაფერი დამშვიდებულიყო“ – იუწყება მესის ნათქვამს არგენტინული მედია.
ლაშა თაბაგარი





