სკალონი არგენტინის ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრდა

0
24

ლიონელ სკალონი შესაძლოა არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებიდან წავიდეს. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ბრაზილიასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ, როდესაც პრესკონფერენცია დასრულდა, სკალონიმ განცხადება გააკეთა:
„მსურს ერთი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა – მე ნაკრებში გატარებულ დროზე უნდა დავფიქრდე. ამ მოთამაშეებმა მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს ბევრი რამ მოგვცეს. უნდა ვიფიქრო. კარგად უნდა დავფიქრდი იმის შესახებ თუ რას გავაკეთებ.
ეს დამშვიდობება ან რამე მსგავსი არაა. მაგრამ უნდა დავფიქრდე, რადგან თამასა ძალიან მაღლაა აწეული. გამარჯვების მოპოვება კიდევ უფრი რთულდება და ეს ბიჭები კიდევ უფრო რთულ საქმეს აკეთებენ. დაფიქრების დრო დადგა. ამას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და მოთამაშეებს ვეტყვი, რადგან ამ გუნდს მწვრთნელი სჭირდება, რომელსაც დიდი ენერგია აქვს. საჭიროა მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერუ კარგად აქვს“.
TyC Sports-სი ჟურნალისტმა ხოაკინ ბრუნომ, რომელიც ბრაზილია-არგენტინის მატჩის დროს მოედნის კიდესთან მუშაობდა თქვა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ სკალონიმ თავის სამწვრთნელო შტაბს მოედანზე დაბრუნება ფოტოს ერთად გადაღება სთხოვა, რასაც დააყოლა: „ბოლო ფოტო“.
45 წლის სკალონი ნაკრებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მან გუნდს 2021 წელს კოპა ამერიკა, 2022 წელს ფინალისიმა და მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა
ლაშა თაბაგარი