რევიშვილი: „კვარაცხელიას განვითარებას ხელი სიომინმა შეუწყო და არა სლუცკიმ“

0
74

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილს, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტია, მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესში დიდი წვლილი იური სიომინმა შეიტანა და არა ლეონიდ სლუცკიმ.
მან ამის შესახებ sport24.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა:
„6-7 წლის წინ, როდესაც კარიერას ვამთავრებდი, თბილისის „დინამოში“ ვთამაშობდი. მაშინ, ხვიჩა 15 წლის იყო და ნელ-ნელა პირველ გუნდს აჩვევდნენ. შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ ხან მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ, ხან საყრდენ ნახევარმცველად. თუმცა, ისეთი ნიჭიერი იყო, რომ კარშიც არ დაიკარგებოდა.
„ლოკომოტივში“ როდესაც გადავიდაა, აღმოჩნდა, რომ ამ კლუბის სპორტული დირექტორი კიკნაძე ფეხბურთში ვერ ერკვეოდა. ხვიჩას გაშშვება დიდი შეცდომა იყო. მისი ნიჭის რეალიზებას ხელი სწორედ სიომინმა შეუწყო და არა სლუცკიმ. სიომინმა მას მეტი თავისუფლება მისცა და „ჩარჩოში“ არ აქცევდა.
სლუცკი ამბობდა რომ ხვიჩას ნიჭს საზღვარი არ აქვს? ეს ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო. ის პროგრესი რაც ხვიჩას სლუცკის დროს ჰქონდა, ნებისმიერ მწვრთნელთან ექნებოდა. არ ვფიქრობ, რომ სლუცკიმ მასზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
ხვიჩა ნებისმიერ მწვრთნელის ხელში ათამაშდებოდა. ის პროფესიონალიზმის საუკეთესო მაგალითი იყო – ყაზანში ბაზაზე ცხოვრობდა, არ ერთობოდა და ღამის კლუბებში არ დადიოდა. ჩვენ ხვიჩას დღესაც ბოლომდე ვენდობით. ის ბუნებით თავმდაბალი და კარგი ბიჭია“.
ლაშა თაბაგარი