ფაბრეგასი სერია B-ს გუნდს გაწვრთნის

0
17

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი „კომოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალების შემსრულებლად დანიშნეს. მან სერია B-ს გუნდში მორენო ლიგანო შეცვალა.
„არსენალის“, „ბარსელონას“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი „კომოში“ 2022-2023 წლებში გამოდიოდა. ფაბრეგასი კარიერის დასრულების შემდეგ, სათავეში „კომოს“ ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა.
სერია B-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, კომოელებს 21 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი