გულიაშვილის ორი გოლი ბოსნიაში

0
58

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-14 ტურში “ველეჟმა”, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი გამოდის “ზრნკის” მიიღო და 3:0 დაამარცხა. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 79-ე წუთზე მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
22 წლის გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი