ჯაბა ჯიღური უზბეკეთში პირველ ტიტულს დაეუფლა. ქარშის “ნასაფი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გამოდის უზბეკეთის თასის ფინალში აგმკ-ს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. “ნასაფიდან” ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე პენალტიდან სიდიკოვმა გაიტანა.
31 წლის ჯიღაური “ნასაფს” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან თასზე ერთხელ ითამაშა, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – ოთხჯერ.
ლაშა თაბაგარი




