“სამგურალმა” ლიდერი თრილერში დაამარცხა

0
58

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვდრა სამტრედიაში შედგა, სადავ გათამაშების ლიდერი ბათუმის “დინამო” წყალტუბოს “სამგურალს” ესტუმრა. ორი უკრაინელი მწვრთნელის დამოძღვრილი გუნდების ძალიან საინტერესო და დრამატულ შეხვედრაში “სამგურალმა” მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მატჩის დასაწყისში ბათუმელი ფეხბურთელის გადაცემის შემდეგ, ხორვატმა მცველმა ბარტულ მარკოვინამ თავით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კარის წინ მდგომ პაატა ღუდუშაურს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
25-ე წუთზე “სამგურალის” კონტრშეტევის დროს კოტდივუარელმა გნამიამ სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილი ალექსანდრე ვერულიძე მოძებნა, რომლის ცრუ მოძრაობის მერე ლევან ხარაბაძე წაიქცა და მასპინძელთა თავდამსხმელმა საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
32-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა თავისი ნახევრიდან საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ პაატა ღუდუშაური გაიყვანა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაიტანა.
47-ე წუთზე ბექა დარცმელიამ ჯარიმის შესრულების დროს პასი “დინამოს” საჯარიმოში მოედანზე ახლადშესულ დავით მაისაშვილს გაუკეთა, რომელმაც სამ მოწინააღმდეგეს დაასწრო და ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 2:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე იაკობსენმა სტუმართა საჯარიმოში მათე ვაწაძე მოძებნა, რომელმაც თავით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ცოტნე მოსიაშვილს დაუგდო, რომლის დარტყმული სუსტი აღმოჩნდა და ლევან შოვნაძემ ხიფათი გაანეიტრალა.
ერთ წუთში “სამგურალის” კონტრშეტევის დროს ნიკა კალანდარიშვილმა ბურთი დინამოელთა საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 3:2.
ანდრე დემჩენკოს ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 70 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ოლექსანდრ პოკლონსკის გაწვრთნილი “სამგურალი” 53 ქულით მეხუთეა.
სამგურალი 3:2 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი