„ვილიარეალმა“ მეორე მწვრთნელი გაუშვა

0
19

„ვილიარეალის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხოსე პაჩეტა დაითხოვეს. 55 წლის ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის სათავეში მხოლოდ ორი თვე იმუშავა.
მიმდინარე სეზონში „ვილიარეალიდან“ უკვე მეორე მწვრთნელი გაუშვეს. მანამდე, კარისკენ კიკე სეტიენს მიუთითეს.
ეს გასაკვირი არაა, რადგან ამბიციურ „ვილიარეალს“ ამ სეზონში საქმე ცუდად მისდის – 12 ტურის მერე 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი