ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ნაპოლიმ” ბერლინის “უნიონი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობის დროს იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო. საქარრთველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ჩვეულებისამებრ თავის გუნდში ერთ-ერთ აქტიური იყო.
მასპინძლებიდან 24-ე წუთზე ანგარიშის გახსნა ნათანს შეეძლო, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მისი თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 30-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში დი ლორენცომ თავით პასი კარის წინ მდგომ ზამბუ ანგისას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. თუმცა. მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დააფიქსირა, რომ პასის მიცემის მომენტში ჰაერში ამხტარი დი ლორენცო ორი ხელით მეტოქეს ზურგზე დაეყრდნო. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი გერმმანელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ მარიო რუის გაუკეთა, რომლის ჩაწოდების შემდეგ რანი ხედირას ფეხიდან პოლიტანოს ბურთი მკერდში მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბერლინელთა საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შესული კვარაცხელია ორ მცველს გაექცა და ზელინსკი მოძებნა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და თავისი შანსი ვერც პოლიტანომ გმოიყენა. ამას “უნიონის” კონტრშეტევა მოჰყვა და მართალია ბეკერის დარტყმული მერეტმა მოიგერია, მაგრამ ფოფანამ ზუსტად დაამატა.
დარჩენილ დროში “ნაპოლი” უკბილოდ უტევდა და მხოლოდ ერთხელ გაამწვავა ვითარება, როდესაც მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მისი დარტყმული მცველმ დაბლოკა.
“ნეაპოლელები” 7 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, ხოლო “უნიონმა” პირველი ქულა აიღო და ბოლოა. ცნობისთვის ბერლინელებმა ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტეს.
ლაშა თაბაგარი





