მამარდაშვილი ტურის მეკარედ დაასახელეს

0
62

გიორგი მამარდაშვილის ესპანეთისს ლა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახლეს. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური youtube გვერდი იუწყება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს სპეციალური ჩანახატიც მიუძღვნა.
განვლილ ტურში “ვალენსიამ” სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” ქულა (2:2) აიღო, რაც მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ის მიმდინარე სეზონში მეორედ მატჩის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო ტურის გამორჩეულ გოლკიპერად პირველად დაასახელეს. გარდა ამისა, მამარდაშვილი ლა ლიგის ვერსიით ტურის სიმბოლურში მოხვდა, რაც გასაკვირი არაა.
ლაშა თაბაგარი