ხვიჩა კვაარცხელიას მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ წელს „ოქროს ბურთის“ მოგება დაიმსახურა.
„მესიმ „ოქროს ბურთი“ დაიმსხურა. მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მან გააკეთა. ამ ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოვიდგენდი, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ სიაში მყოფ ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, ისინი დიდი მოთამაშეები არიან და ჩემთვის მათთან ერთად ყოფნა დიდი პატივია“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბის ნათქვამს ole.com.ar.
კვარაცხელიამ პარიზში მიმდინარე „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი



