იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეხუთე ტურში ბოლონიის „ვირტუსი“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა, 88:75 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და კარგი შეხვედრა ჩაატარა. თოკომ პარკეტზე 16 წუთი გაატარა, ამ დროში, კი საკუთარ გუნდს 12 ქულა, თითო მოხსნა და ჩაჭრა მოუტანა.
საკუთარ გუნდში შენგელია შედეგიანობით მხოლოდ ჯორდან მიკისა (17 ქულა) და მარკო ბელინელის (14 ქულა) ჩამორჩა.
“ვირტუსი” სერია A-ს ცხრილს “ვენეციასთან” ერთად ლიდერობს. მომდევნო თამაშს შენგელიას გუნდი ევროლიგაზე, 3 ნოემბერს “ანადოლუ ეფესის” წინააღმდეგ ჩაატარებს.




