ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო

0
22

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. “ულსანმა”, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის 35 ტურში “დეგუს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა 70 ქულა დააგროვა და დარჩენილ 3 ტურში მეტოქეებისთვის მიუწვდომელია – მეორე ადგილზე მყოფმ “პოჰანგს” 60 ქულა აქვს. ყაზაიშვილმა 34 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი