„დილამ“ ებრაელი ნახევარმცველი დაიმატა

0
1

გორის „დილაში“ კიდევ ერთი ლეგიონერი ჩაირიცხა. შიდაქართლელთა ღირსებას ებრაელი ნახევარმცველი ავიელ ზარგარი დაიცავს. 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი რუმინეთის „ჰერმანშტადტში“ გაატარა.
მანამდე, ის ისრაელის ჩემპიონატში იერუსალიმის „ბეითარში“, ჰაიფას „მაკაბიში“, ფეთაჰ თიკვას „მაკაბიში“ და ჰაიფას „ჰაპოელში“ თამაშობდა.
ზარგარი ისრაელის 17-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებშიც გამოდიოდა, ხოლო ეროვნულ გუნდში 2021 წელს ორჯერ ითამაშა.

ლაშა თაბაგარი