მოჰამედ სალაჰი ინგლისური გუნდების ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „ლივერპულმა“ შინ „ტულუზა“ 5:1 გაანადგურა, ხოლო ეგვიპტელმა ფორვარდმა მატჩში წერტილი დასვა.
31 წლის სალაჰისთვის ფრანგების კარში გატანილი ბურთი ევროთასებზე 43-ე აღმოჩნდა. მან ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულ ექსფორვარდ ფრანგ ტიერი ანრის გაასწრო, რომელიც ანგარიშზე 42 გოლია.
„ლივერპული“ E ჯგუფში 9 ქულით ლიდერია და ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ლაშა თაბაგარი




