სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მისი გუნდი სტუმრად სატურნირო ცხრილში უშულო მეზობელ „ალტახს“ ესტუმრა და ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო და 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ვოლფსბერგერი“ 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში „პეტროლულმა“ სტუმრად კრაივოას „უნივერსიტატია“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილი გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





