ლობჟანიძის მეოთხე საგოლე პასი MLS-ში

0
20

საბა ლობჟანიძემ MLS-ში თავისი მეოთხე საგოლე პასი მიითვალა. რეგულარული სეზონი ბოლო შეხვედრაში „ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის სტუმრად „ცინცინატს“ შეხვდა და გუნდებ,ა ქულები გაიყვეს – 2:2.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პასი საბერძნეთის ნაკრების ფორვარდ გიაკოუმაკისს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. ლობჟანიძე 63-ე წუთზე შეცვალეს. მან საგოლე გადაცემის გარდა, თავის სადებიუტო სეზონში 4 ბურთი გაიტანა.
„ატლანტა იუნაიტედმა“ რეგულარულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში სეზონი მე-6 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშაა თაბაგარი