დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-10 ტურში „საბაჰმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის შინ „სუმგაითს“ 3:1 აჯობა. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე „საბაჰმა“ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ვოლკოვმა მაღალ ნახტომში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მან ამ სეზონში მე-8 შეხვედრა ჩაატარა და თავი პირველად გამოიჩინა. „საბაჰს“ 10 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





