მესი MLS-ის ისტორიის ყველაზე მაღალანაზღაურებადია

0
47

ლიონელ მესი MLS-ის იტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. MLS-ის მოთამაშეთა აოციაციის ინფორმაციით, არგენტინი ეროვნული ნაკრების კაპიტანის ხელფასი „ინტერ მაიამიში“ წელიწადში 12 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, 36 წლის მესის გარანტირებული კომპენსაცია 20,4 მილიონი დოლარია.
ასევე, ტანსაცმლის მწარმოებლებთან და სტრიმინგის სერვისთან, რომელი MLS-ის მატჩები ტრანსლიაციებს ანხორციელებს, სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსული თანხის გათვალისწინებით, მესის წლიური შემოსავალი 50-60 მილიონ დოლარ აღწევს.
მესიმ იტალიელ ლორენცო ინსინიეს აჯობა, რომლის საბაზო ხელფასი „ტორონტოში“ 7,5 მილიონი დოლარია, ხოლო გარანტირებული კომპენსაცია 15,4 მილიონი.
მაგალითისთვის, „ბარსელონაში“ მესის ყოფილი თანაგუნდელები ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი შესაბამისად „ინტერ მაიამიში“ 1 მილიონ დოლარს და 1.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. მათი გარანტირებული კომპენსაცია – 1,25 მილიონი დოლარი და 1,775 მილიონი დოლარია.