საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში ესპანეთის “ტენერიფემ“ საფრანგეთის „შოლეს“ დამაჯერებლად, 95:75 სძლია. ტენერიფელებმა სასტარტო პერიოდი 9 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და საბოლოოდ 20 ქულით გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გიორგი შერმადინმა 18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.
შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში თურქულ “დარუშაფაქას” შეხვდება, რომელმაც რიგაში იქაურ ვეფს აჯობა.




