კვარაცხელია: “ქომაგების ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ”

0
54

სსაქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მათი ნდობის გამართლებას ეცდება.
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. მით უმეტეს, როდესაც გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, რომ ისინი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთხელ გავახარო.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, რომელსაც მიუხედავად სექტემბრის ცუდი შედეგებისა, მხარდასაჭერად მოვიდა სტადიონზე და ჩვენი სჯერა. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ”.