საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება ევრო 2024-ის შესარჩევში

0
94

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმაა ნაკრებმს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა.
ვილი სანიოლი გაწვრთნილი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსს დაუპირისპირდა, რომელსაც თემურ ქეცბაია თავკაცობს და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. ჩვენმა გუნდმა მიმდინარე შესარჩევში მეორე შეხვედრა მოიგო და აღსანიშნავია, რომ წარმატებას პირველადაც კვიპროსთან მიაღწია, რომელსაც სტუმრად 2:1 აჯობა.
თამაშის დაწყებამდე ქეცბაია საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე მივიდა და ფეხბურთელებს მიესალმა, უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, გუნდებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშე. თუ პირველ ტაიმში სტუმრები თავს კომპაქტურად იცავდნენ, მაღალ პრესინგს თამაშობდნენ, რის გამო მასპინძლებს სახიფათო შეტევები განხორციელება უჭირდათ, მეორე ტაიმში სანიოლის გუნდმა მეტოქეს აშკარად აჯობა, რაც ტაბლოზეც აისახა.
მატჩის მე-6 წუთზე კასტანოსმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში ჩაკვეტაძემ, რომელმაც სანიოლის ფორმაციი გუნდში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, საუცხოო პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ქოჩორაშვილს, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში, აზაროვმა მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და ფინტით ჯერ ერთი მცველი ჩამოიცილა, შემდეგ მეორე, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
23-ე წუთზე კვარაცხელიამ ჯარიმის შესრულები დრო პასი საჯარიმოში გააკეთა და კვიპროსელი ფეხბურთელი მოგერიებული ბურთი ჩაკვეტაძემ საჯარიმოს გარედან „ცაციათი“ ცუდად დაარტყა.
ამის შემდეგ, კვარაცხელია სამ მოწინააღმდეგეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით უზუსტოდ დაარტყა. საპასუო იერიშის დროს ხრისტოფიმ მეურვე ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან დაარტყა – მამარდაშვილს ხიფათის გასანიეტრალებლად ისევ ნახტომი დასჭირდა. 37-ე წუთზე კასტანოსმა ლოჩოშვილის ზურგსუკან საქართველოს ნაკრების საჯარიმოში გახსნილი ხრისტოფი მოძებნა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი გოლის გაშვებიგან ფეხით გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასააწყისში კვარაცხელიამ მარცხნიდან ცენტრისკენ რეიდი განახორციელა, რომელიც დარტყმით დაასრულა, მაგრამ „დააფარეს“, თუმცა უკან გადმოვარდნილი ბურთი საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით კიტეიშვილმა დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0,
ამის შემდეგ თამაში „გაიხსნა“ და მოედანზე როგორც იტყვიან მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რადგან კვიპროსი „ჩამოიშალა“. 58-ე წუთზე ჩაკვეტაძემ თავის სტილში მაღალ სისწრაფეზე მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ კვარაცხელია დატოვა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით თავისი მე-12 გოლი გაიტანა.
73-ე წუთზე ქოჩორაშვილმა შენიშნა, რომ კვიპროსელთა მეკარე ძალიან წინ გამოვიდა და დაახლოებით 40 მეტრიდან მისთვის თავს ზემოთ ბურთის გადაგდება მოინდომა, მაგრამ მალიმ უკან დაბრუნება მოასწრო.
81-ე წუთზე მამრდაშვილი პასით ქოჩორაშვილმა დაიწყო შეტევა, რომელიც დავითაშვილმა გააგრძელა და ბურთი კვარაცხელიას გადააოდა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ოსტატურად ერთი შეხებით გადაცემა გაუკეთა შენგელიას, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს ხაზიდან ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტო გოლი მიითვალა.
88-ე წუთზე კვიპრსელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესული კაკულისმა ბურთი ფეხებს შორის კაშიას გაუძვრინა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მამარდაშვილმა ისევ გადაგვარჩინა.
90-ე წუთზე კვიპროსელმა მოთამაშემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომლის შესრულება ქოჩორაშვილ სურდა, მაგრამ მიქაუტაძემ ბურთი არ დაუთმო და თავად გაიტანა. მის ანგარიშზე ნაკრებში უკვე 9 გოლია.
საქართველოს ნაკრები 7 ქულით A ჯგუფში მეოთხეა და შემდეგ მატჩს 16 ნოემბერ თბილისში შოტლანდიასთან ჩაატარებს.

საქართველო- კვიპროსი 4:0 (0:0)
15 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
 მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი; მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), აზაროვი (შენგელია 71); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85); ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
კვიპროსი: ალი; ანდრეუ (მ. ანტონიუ 46), კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ (კორეია 87); კირიაკუ (ხარალამპუსი 62), კუსულისი, სპოლიარიჩი; კასტანოსი (ლოიზუ 70), ხრისტოფი (კაკულისი 71)
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90, პენ)
გაფრთხილება:
 ხრისტოფი (29), ჩაკვეტაძე (45), კარო (48).
მთავარი მსაჯი:
რობერტ ჯონსი (ინგლისი)