ქუთათელაძის გოლი სექტემბერში საუკეთესოა

0
77

„პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ ფორვარდი ნიკოლოზ ქუთათელაძე სექტემბრის თვეში რუსეთის პრემიერლიგაში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერლიგის ვებგვერდი იუწყება.
ქუთათელაძე მოსკოვის „დინამოსთან“ (1:1) მატჩში 82-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ქუსლით ანგარიში გაათანაბრა. მისთვის ის შეხვედრა „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ სადებიუტო იყო.
ხმის მიცემა სექტემბერში მეშვიდედან მეათე ტურამდე გატანილ გოლებზე მიმდინარეობდა. ქუთათელაძესთან ერთად ნომინანტები ედგარ სავიკიანი („პარი ნიჟნი ნოვგოროდი“), ვლადილავ შიტოვი („კრილია სოვეტოვი“), მატეო კასიერა („ზენიტი“), ტეო ბონგონდა („სპარტაკი“), ალექსეი მირონოვი („როსტოვი“), ფიოდორ ჩალოვი და ვიქტორ დავილა (ორივე ცსკა).
ქუთათელაძის გოლი საუკეთესო ორ გამოკითხვაში აღმოჩნდა – მან ჩალოვთან ერთად პირველი ადგილი „მატჩ პრემიერის“ გამოკითხვაში გაიყო და პირველი ადგილი გულშემატკივრების გამოკითხვაში დაიკავა. პრემიერლიგის ექსპერტებმა უპირატეობა ალექსეი მირონოვის გოლს მიანიჭეს.