ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ სასტარტოში პირველად ითამაშა

0
25

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
ინგლისის ჩემპიონშიფში მე-10 ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „სანდერლენდს“ შეხვდა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში ქულა ვერ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ამჯერად ადგილის საწყის თერთმეტეულში ანდეს და 66-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ანგარიში 43-ე წუთზე ჰაგინსმა გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე ბამ სტუმართა კარი მეორედ აიღო. „უოტფორდი“ 9 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში 21-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი