საზონოვს „ტორინოს“ სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან

0
30

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ორშაბათს „ტორინო“ თავის მოედანზე „ვერონას“ შეხვდა. ტურინელთა წამყვანმა მცველმა ალესანდრო ბონჯორნომ გასულ ტურში ტრავმა მიიღო და ორშაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
ბონჯორნოს არყოფნის გამო, იტალიური მედიის ინფორმაციით სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი მოხვდება.
21 წლის საზონოვს იტალიის ჩემპიონატში დებიუტი მე-6 ტურში „ლაციოსთან“ ჰქონდა, როდესაც პირველ ტაიმში ტრავმირებული ბონჯორნო შეცვალა.
ლაშა თაბაგრი