„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილ გამოდის სამხრეთ კორეის 32-ე ტურში სტუმრად „პხოხანთან“ ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „ულსანის“ ერთ-ერთი ლიდერია, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ყაზაიშვილი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. „ულსანმა“ 66 ქულით რეგულარული სეზონი მოიგო და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას უკვე საჩემპიონო რაუნდში შეეცდება.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „ულსანში“ 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





