გიორგი ჭელიძე “სამგურალიდან” გაუშვეს

0
131

გიორგი ჭელიძე წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ჭელიძესთან ერთად გუნდი მისმა ასისტენტებმა ლევან ხომერიკმა და ივანე მახარაძემ დატოვეს.
ეს გასაკვირი არაა, რადგან “სამგურალი” მიმდინარე სეზონში ევროთასების საგზურის მოპოვებას გეგმავდა, მაგრამ ზაფხულში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, გუნდი მეტად არასტაბილურად თამაშობდა და მე-3 წრის ბოლო ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ “სამტრედიასთან” 0:3 დამარცხდა.
ჭელიძე “სამგურალის” თავკაცად გასული წლის 30 დეკემბერს დანიშნეს. მანამდე, ის თბილისის „შევარდენს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“, „საბურთალო 2“-ს, “თელავს” და ბოლნისის “სიონს” წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი