პაპუ გომესი კარიერას „მონცაში“ განაგრძობს

0
91

პაპუ გომესი იტალიის სერია A-ში ბრუნდება. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კარიერას „მონცაში“ განაგრძობს.
35 წლის ფეხბურთელმა და „სევილიამ“ 1 სექტემბერს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. პაპუ გიმესმა ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
არგენტინელისთვის სერია A-ში თამაში უცხო არაა, რადგან 2014 წელს უკრაინის ხარკოვის „მეტალისტიდან“ ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო და 252 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 59-ჯერ აიღო. მან 2021 წელს „ატალანტა“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო დატოვა.