„ბარსელონას“ ბანკროტობა და ლა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

0
41

«„ბარსელონას“ სამსაჯო სკანდალის გამო გაბანკროტება ემუქრება, იუწყება გამოცემა The Telegraph
კატალონიურ კლუბს ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სამსაჯო ტექნიკური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში ადანაშაულებენ. თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, მაშინ „ბარსელონას“ ლა ლიგიდან დააქვეითებენ და ევროთასებზე გამოსვლას აუკრძალავენ.
ქრთამის მიცემაში ნეგრეირას გარდა მისა ვაჟს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს ადანშაულებენ.
ბარსელონას საგამოძიებო სასამართლოს თავჯდომარე ხოაკინ აგირემ კლუბის მიერ ნეგრეირასთვის 7,5 მილიონ ევროს ჩარიცხვა დანაშაულად მიიჩნია.
სასამართლოს აზრით, არცერთმა თანამდებობის პირმა თავისი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ დამატებითი თანხა არ უნდა მიიღოს. „ბარსელონას“ რომ ნეგრეირას მოსყიდვაში ადანაშაულებენ ეს ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა. იმავე თვის ბოლოს უეფამ გამოაცხადა, რომ პოტენციურ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ლაშა თაბაგარი