პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo-მ 2000-2010-იანი წლების საუკეთესო 50 ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა, რომლის მიხედვითაც პირველობა ბრაზილიელ რონალდინიოს მიანიჭეს.
„ბრძოლის მტვერშიც კი რონალდინიოს ყურებამდე გაღიმებეულს ნახავდით. მას საფეხბურთო მინდორზე ყოფნა ახარებდა. მთელ ამ პერიოდში რონალდინიო ისე თამაშობდა, როგორც უზრუნველი ბავშვი ბაღში. მის ღიმილს ყველა ხედავდა და არ შეგეძლო პასუხად შენც არ გაგეღიმა“, – წერს გამოცემა.
2010-10 წლების საუკეთესო ფეხბურთელთა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. რონალდინიო (ბრაზილია)
2. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
3. კაკა (ბრაზილია)
4. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
5. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)
6. ჩავი (ესპანეთი)
7. რონალდო (ბრაზილია)
8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვეცია)
10. ლეო მესი (არგენტინა)




