ბათუმის „დინამომ“ მესამე წრეც მოიგო

0
60

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ქუთაისს ესტუმრა და ადგილობრივ „ტორპედოსთან“ 3 ქულა აიღო.
მატჩის დებიუტში ქუთაისელთა საჯარიმოში მათე ვაწაძემ თავით ბურთი პაატა ღუდუშაურს დაუგდო, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და გაიტანა. თუმცა, მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოსასიტენთან გადაამოწმა და ვაწაძეზე დამაშგარე დააფიქსირა, რის გამო, გოლი გაუქმდა.
ტაიმის შუაწელში ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებოთ 30 მეტრიდან საჯარიმო დაარტყმა შეასრულა და უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი როინ კვასხვაძემ გაჭირვებით მოიგერია.
მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთებში ღუდუშაურმა დროულას შეაყოლა ბურთი „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ ირაკლი ბიძინაშვილს, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
52-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა ნიკოლა ნინკოვიჩმა ბათუმელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და კვასხვაძემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას კიდევ ერთხელ გდაარჩინა.
55-ე წუთზე გიორგი ზარიამ თავისი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი, გზად ოთხ მეტოქეს გაცდა და „ტორპედოს“ საჯარიმოსთან მიახლოებულლმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
59-ე წუთზე ქუთაისელთა ნახევარზე მყოფმა ზარიამ მარჯვენა ფლანგზე გახსნილი ღუდუშაური მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით შეიგდო ბურთი საჯარიმოში და პასი კარის წინ მდგომ ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს გაუკეთა, რომელამც თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა – 0:2. მან მიმდინარე სეზონში 16 გოლი მიითვალა.
81-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ ძალიან კარგი პასით „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ ღუდუშაური გაიყვამა, რომელაც ამ სეზონში თავისი მე-9 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, მან 8 საგოლე პასი გააკეთა.
ამ გოლის მერე თამაში შეჩერდა. რადგან ღუდუშაუმა გოლი „ტორპედოს“ ქომაგების თვალწინ აღნიშნა, რამაც „ჯუნგლები“ გააღიზიანა და რამდენიმე მათგანი მოედანზეც გადახტა. ღუდუშაური შეცვალეს და ფანების ნაწილი იმ მხარეს გაეშურა, საიდანაც მას მოედანი უნდა დაეტოვებინა. ყველაფერს მსაჯის მიერ „დინამოს“ სპორტული დირექტორის ლადო დვალიშვილის გაძევება დაემატა. საბოლოოდ ვითარება დამშვიდდა და ყრუაშვილმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა.
ბათუმელებმა 59 ქულა დააგროვეს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ლიდერობენ. „დინამომ“ მიმდინარე სეზონში სამივე წრე მოიგო.  შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 39 ქულა დაგორვა და მეექვსეა.
ტორპედო 0:3 დინამო ბთ 

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 33 59
2. დინამო თბ დინამო თბ 26 28 49
3. საბურთალო საბურთალო 26 24 45
4. დილა დილა 27 13 44
5. სამგურალი სამგურალი 27 -3 42
6. ტორპედო ტორპედო 27 -1 39
7. თელავი თელავი 27 -18 30
8. სამტრედია სამტრედია 27 -15 25
9. გაგრა გაგრა 27 -28 22
10. შუქურა შუქურა 27 -33 8

ლაშა თაბაგარი