კვარაცხელიამ კრიტიკოსებს „უდინეზესთან“ მატჩში უპასუხა

0
64

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მარტის მერე არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე გოლი არ გაუტანია, თავი იტალიის მე-6 ტურში „უდინეზესთან“ საშინაო შეხვედრაში გამოიჩინა. მან ამ სეზონში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა.
მე-13 წუთზე „ნაპოლიმ“ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და კვაარცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რის შემდეგ, ერთი მეტოქე ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ცოტა არაზისტად დაარტყა.
მე-15 წუთზე მასპინძლების მცველმა თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა კვარაცხელიას, რომელიც პერესს გაექცა და საჯარიმოში შესულს გადაცემის შესრულება სურდა, მაგრამ ბურთი ისევ მას მიუვიდა ებოსილეს ფეხიდან, რომელმაც საბოლოოდ წააქცია. რეფერის ვიდეოსისტენტთან გადამოწმების მერე მსაჯმა პენალტი დანიშნა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ პირველი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად ზელინსკიმ გარდასახა.
24-ე წუთზე კვარაცხელიამ ისევ მარცხენა ფრთზე მიიღო ბურთი, საჯარიმოში შესული ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და დაარტყა – „უდინეზე“ გოლის გაშვებისგან მეკარემ იხსნა.
28-ე წუთზე კვარაცხელიამ გარე ტერფით კარგად შეასყოლა ბურთი უდინელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ; მარიო რუის, რომლის დარტყმული მახვილი კუთხიდან მეკარემ გაანეიტრალა. 39-ე წუთზე პოლიტანომ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ოსიმენი დატოვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
56-ე წუთზე დი ლორენცომ სტუმართა კარის შორეულ ძელთან პასი გაუკეთა ქართველ გარემარბს, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
68-ე წუთზე ხვიჩა მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და მას მერე, რაც „უდინეზეს“ საჯარიმოს ხაზზე ორ ფეხბურთელს გაექცა დაარტყა – ბურთი ისევ გვრდითმა ძელმა აისხლიტა.
74- წუთზე კვარაცხელიამ პერესს  მისსაავე საჯარიმოსთან აართვა ბურთი, რომელიც კარიდან გამოსულ სილვესტრ თავს ზემოთ გადაუგდო და დიდი ხნის პაუზის მერე გოლი მიითვალა. მან „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირში 15 ბურთი გაიტანა.
მე-80 წუთზე „უდინეზედან“ სხვაობა სამარჯიჩმა შეამცირა საჯარიმოში კარგი სლალომისა და დარტყმის მერე.
მე-80 წუთზე კვარაცხელია „უდინეზეს“ საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, პერესს გაცდა და ზუსტი პასი გაუკეთა ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც თავით გაიტანა – 4:1.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი